მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს საქმიანობის 5 წელი - როგორ შეიცვლება ფონდის საინვესტიციო მანდატი?

4.8 მლრდ ლარის დანაზოგი, 1 მილიარდზე მეტი ამონაგები - ასეთია საპენსიო სააგენტოს 5 წლიანი მუშაობის შედეგი, რომელიც ახლა თითქმის 1.5 ადამიანის საპენსიო დანაზოგის აკუმულირებას და მართვას ახდენს, თუმცა წლის დასაწყისში ამოქმედებული ცვლილებით, მობილიზებული თანხის უდიდესი ნაწილი კვლავ კონსერვატულ ანუ დაბალრისკიან პორტფელში რჩება, სადაც ფონდს საინვესტიციო აქტივი შეზღუდულ ჩარჩოში უწევს. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები არ არიან შეზღუდულნი საკუთარ არჩევანში დანაზოგები დაბალანსებულ ან დინამიკურ ანუ მაღალრისკიან პორტფელებში გადაიტანონ, ასეთი არჩევანი მხოლოდ მოქალაქეთა მცირე ჯგუფმა გააკეთა. თუ ბოლო 7 თვეში კონსერვატიული პორტფელის ამონაგები 8.5% იყო, დაბალანსებული და დინამიკურის 10%-ს აღემატებოდა, შედარებით რისკიანი პორტფელების ზომა ძალიან მცირეა - დაბალანსებული პორტფელის ზომა სულ 25 მილიონის, დინამიკურის კი კიდევ უფრო დაბალი 20 მილიონის დიაპაზონშია - რამდენად კმაყოფილია საპენსიო ფონდი მიღწეული შედეგით, რამდენად ეფექტიანად არის დაბადებული ჩვენი საპენსიო დანაზოგები და როგორ აპირებს მთავრობა დანაზოგების ნაწილი ეკონომიკაში ისე მიმართოს, რომ კაპიტალის ბაზარიც დაბუსტოს და რისკების მაქსიმალური განეიტრალება მოახდინოს?

სტუმარი: გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები