მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად შემცირდა - ხუციშვილი

641c307de3285
მარიამ ვარადაშვილი
23.03.23 18:00
624
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ე.წ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად შემცირდა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ხუციშვილმა ასევე თქვა, რომ პარლამენტის წევრებთან ერთად მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა, რის შედეგად საპენსიო სესხების საკითხმა “მნიშვნელოვანი პროგრესი” განიცადა. საუბარია გასულ წელს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური ზღვარი 26% გახდა, რომელიც მომავალში, ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს. ამას გარდა, სახელმწიფო “ლიბერთი ბანკს” პენსიების დარიგებაში წლიურად 15 მილიონ ლარს უხდის.

“ამ საკითხმა, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად შემცირდა. ბუნებრივია, საპროცენტო განაკვეთები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და ზოგადად, დღეს ტენდენციაა, რომ საპროცენტო განაკვეთები სხვა მსესხებლებთან მიმართებაშიც იზრდება. გუშინ FED-ს სხდომა ჰქონდა. ყველაზე ურისკო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთი დოლარში 5%-მდე არის გაზრდილი. ამას კიდევ ემატება ქვეყნის რისკი და შესაბამისი მარჟები. საპროცენტო განაკვეთები მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში დაბალი არ არის. როდესაც ვამბობთ თითქოს 2%-იანი სესხი გვაქვს, ამას რეალურად ემატება რეფინანსირების განაკვეთი, რაც 5%-ია, საკომისიო 7-8%-მდე და ვალუტის რისკი, რაც ბაზარზე 6-7%-ია. ეს ლარში აღებული 15%-იანი სესხის ეკვივალენტია სახელმწიფოსთვის და კერძო პირისთვის უფრო მაღალი გამოდის”, - ამბობს ხუციშვილი.

ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი სტატისტიკის მიხედვით, ამჟამად საპენსიო სესხი 358 ათას ადამიანს აქვს. ამ კრედიტების ჯამური მოცულობა 345 მილიონი ლარია, შესაბამისად ერთი ასეთი სესხის საშუალო ზომა 967 ლარს შეადგენს. კრედიტების საშუალო განაკვეთი ამჟამად 35%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები