მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სისტემის თითოეული მონაწილის საშუალო დანაზოგი 3,500 ლარია

ლარი

საქართველოს საპენსიო სააგენტომ 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით ფონდის ზომის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, სისტემის მონაწილეთა რაოდენობაა 1.3 მილიონი, ხოლო ფონდის მთლიანი ზომა 4.6 მილიარდ ლარს შეადგენს. შესაბამისად, საპენსიო სისტემის საშუალო მონაწილის მიერ დაზოგილი თანხის მოცულობა 3,500 ლარს შეადგენს.

დაგროვებითი საპენსიო სისტემით დაზოგილ თანხებს მოქალაქეები საპენსიო ასაკის მიღწევისას, საბაზო სახელმწიფო პენსიებთან ერთად მიიღებენ, შესაბამისად, ეს მეორე საფეხურის პენსიებს წარმოადგენს. არსებული მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 7,583 პირმა ისარგებლა და მათზე სულ 23.4 მილიონი ლარი გაიცა, რაც ერთ ბენეფიციარზე საშუალოდ 3 ათას ლარს ნიშნავს.

არსებული მდგომარეობით, მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების 99%, ანუ 4.57 მილიარდი ლარი დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში არის განთავსებული. აღნიშნული პორტფელის 80% ქართულ საინვესტიციო აქტივებში არის ინვესტირებული, 20% კი უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული და მისი მეშვეობით საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე არის ინვესტიციები განხორციელებული. შესაბამისად, პორტფელის 57% ქართული ბანკების ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატებში დევს, 16% დევს საქართველოს სახაზინო ობლიგაციებში, 18.7% გლობალურ კორპორატიულ აქციებში, 6.5% ბანკის მიმდინარე ანგარიშებზე, 0.9% ადგილობრივ კორპორატიულ ობლიგაციებში, 0.5% კი ევროობლიგაციებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები