მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპორტო ინფრასტრუქტურის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა

ანაკლია

გაეროს მონაცემებით, საპორტო ინფრასტრუქტურის დაკავშირებადობის ინდექსში (Liner Shipping Connectivity Index – LSCI) მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 179 ქვეყანას შორის 114-ე ადგილს იკავებს. გაეროს ინდექსში საქართველოს პოზიცია 2 პუნქტით არის გაუმჯობესებული.

ინდექსი შემუშავებულია გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიერ, რათა გაიზომოს, თუ რამდენად კარგად არიან ქვეყნები დაკავშირებული გლობალურ საკონტეინერო გადაზიდვის ქსელებთან.

"სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" განცხადებით, Liner Shipping Connectivity Index საზღვაო სფეროში მნიშვნელოვან პარამეტრს წარმოადგენს, რომელიც გლობალურ საზღვაო გადაზიდვების ქსელებში ამა თუ იმ ქვეყნის საზღვაო ინფრასტრუქტურის მსოფლიო ნავსადგურებთან ინტეგრირების პოზიციონირებაზე მიუთითებს.

"საქართველოს, რომელსაც გააჩნია საზღვაო ქვეყნისათვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტი, მათ შორის: საზღვაო დროშა, სახელმწიფო საზღვაო მარეგულირებელი ორგანო, დანერგილია დროშის სახელმწიფო კონტროლი, გააჩნია ნავსადგურები, სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი, ჰიდროგრაფიული სამსახური, მეზღვაურების მომზადების სასწავლო ცენტრები, სახელმწიფო წარმოადგენს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის შავი ზღვის მემორანდუმის მხარეს, მეზღვაურთა დასაქმების კუთხით კი გაფორმებული აქვს 70-ზე მეტ სახელმწიფოსთან მემორანდუმი.

მსოფლიოში დაკავშირებადობის ინდექსის მიხედვით 114-ე საფეხურზე პოზიციონირება ვერ ჩაითვლება დამაკმაყოფილებელ შედეგად და ვერ ასახავს საზღვაო ამბიციების ქვეყნის შესაძლებლობებს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

შავი ზღვის აუზის ქვეყნები განახლებული მონაცემებით შემდეგ ადგილებზე იმყოფებიან: თურქეთი – 17-ე, რუსეთი – 32-ე, ბულგარეთი – 124-ე, უკრაინა – 144-ე (ომამდე 61-ე).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები