მეინის შტატის მთავრობამ დონალდ ტრამპს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. ამ გადაწყვეტილებით მეინი გახდა ამერიკაში რიგით მეორე შტატი, კოლორადოს შემდეგ, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეზღუდვა ვრცელდება უშუალოდ შტატის იურისდიქციაზე და არა მთელ ქვეყანაზე.
სასამართლოს განცხადებით, დონალდ ტრამპს არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რადგან მან 2021 წლის 6 იანვარს ამომრჩევლებს დაუმორჩილებლობის, აჯანყებისა და კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისაკენ მოუწოდა, ასეთი დანაშაულის ჩამდენ პირს კი არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლია.
2023 წლის მიწურულს მიღებული ეს გადაწყვეტილება არის ამერიკის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლომ 1863 წელს მიღებული კონსტიტუციური შესწორება გამოიყენა და მეამბოხე-აჯანყებულ პირს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.
კოლორადოსა და მეინის შტატების გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ გასაჩივრებული იქნება აშშ-ის უზენაეს სასამართლოში, რომელიც განაჩენის დატოვებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.