მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპროტესტო აქციები, რომლებიც 8 მარტს თბილისსა და რეგიონებში გაიმართება

64086be976884
ვიქტორია მღებრიშვილი
08.03.23 15:06
1007
საქართველოს პარლამენტის მიერ 7 მარტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების პარალელურად თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც სამართალდამცავებმა წყლის ჭავლით დაშალეს. საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო აქციები დაანონსდა.

8 მარტს დაგეგმილი აქციები:

• 15:00 საათზე GIPA-ს სტუდენტები „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ქალთა მოძრაობა მიერ დაგეგმილ მარშს ,,ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ“ შეუერთდებიან. შეკრების ადგილი მეტროსადგური „რუსთაველი“;

• 15:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე თანასწორობის მოძრაობა და GrlzWave-ის ორგანიზებით ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ #არარუსულკანონს“ აქცია გაიმართება, რომელიც მსვლელობით პარლამენტისკენ გადაინაცვლებს. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მარში გაიმართება ასევე ქუთაისში (აღმაშენებლის გამზირზე #1); ბათუმში (საქალაქო სასამართლოსთან); ოზურგეთში (ჭადრების ბაღში); ამბროლაურში (ახალ პარკთან); ბოლნისში (კულტურის სახლის წინ); გორში (დრამატული თეატრის მიმდებარე სკვერში); მარნეულში (მერიის წინ) და ახალციხეში (რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ) გაიმართება;

• 17:00 საათზე ევროპული საქართველოს ლიდერები, წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად შეიკრიბებიან პირველ სკოლასთან, სადაც პარტიის
თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ბრიფინგს გამართავს.

• 18:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჯიპას სტუდენტების მარში ლოზუნგით „არა რუსულ კანონს“ რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით გაიმართება;

• 19:00 საათზე - აქცია „არა რუსულ კანონს - გამოდი ღირსების დასაცავად!“ პარლამენტის წინ გაიმართება. „ვაგრძელებთ პროტესტს! 7 საათზე, პარლამენტის წინ, მოდი და დაიცავი საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხის ღირსება!“ - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები