„რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მარცხენა სანაპირო გადაკეტეს. მომიტინგეებს თამარაშვილის ქუჩიდან მარცხენა სანაპიროზე ჩასასვლელი მონაკვეთის ნაწილი სრულად გადაკეტილი აქვთ.
ამ დროისთვის მოძრაობა სრულად პარალიზებულია გმირთა მოედანი. ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანს გაჩერდებიან ახალგაზრდები მარცხენა სანაპიროსა და გმირთა მოედანზე.
გმირთა მოედანზე მოქალაქეებმა შეკრება დაახლოებით 18 საათიდან დაიწყეს და გზა რამდენჯერმე გადაკეტეს. ცოტა მოგვიანებით მათ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებიც შეუერთდნენ და მოედნის სრული პიკეტირება მოახდინეს.



























