საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მიხეილ სარჯველაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
აღნიშნული გადაწყვეტილება დღის წესრიგში მიხეილ სარჯველაძის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით დადგა, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს დასკვნას, რომელსაც კომიტეტი პლენარულ სხდომას წარუდგენს.