მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქაერონავიგაცია 10 მილიონი ლარის ახალ სარადარო სისტემას ყიდულობს

644fb2a7c63ec
BM.GE
01.05.23 23:20
652
საქაერონავიგაცია 10 მილიონი ლარის ახალ სარადარო სისტემას ყიდულობს - ამის შესახებ უწყების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტენდერიდან ხდება ცნობილი.

ახალი სარადარო სისტემით თბილისის საჰაერო სივრცეში რადიოსიხშირული მონიტორინგის ხარისხის გაუმჯობესება არის დაგეგმილი. საუბარია S რეჟიმის რადიოლოკაციურ სისტემაზე.

“შპს „საქაერონავიგაცია“ განიხილავს S რეჟიმის (საწყისი / გაფართოებული) ინტეროგაციის მქონე ახალი მონოპულსური მეორადი მიმოხილვითი რადიოლოკატორის (MSSR) (შემდგომში - MSSR სისტემა) შესყიდვას თანმხლები მომსახურებით, თბილისის საფრენოსნოსაინფორმაციო რაიონში (FIR) დაფარვის გაზრდის მიზნით. სისტემის ფარგლებში დაუშვებელია განახლებული ნაწილების გამოყენება.

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ტექნიკური მხარდაჭერის და სათადარიგო ნაწილების მიწოდების შესაძლებლობა მინიმუმ 15 წლის განმავლობაში. ყველა პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა ჰქონდეს უვადო ლიცენზია. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 2-წლიანი გარანტია ყველა მოწყობილობაზე (მექანიკური ნაწილების, UPS-ის, დიზელის გენერატორების და ა.შ. ჩათვლით).

ანტენის ტიპი: - LVA ტიპი (დიდი ვერტიკალური აპერტურა) ანტენა უნდა მუშაობდეს 1.030 +/- 3.5 მჰც და 1.090 +/- 5 მჰც სიხშირის დიაპაზონში,”- ნათქვამია სატენდერო პირობებში.

სატენდერო პირობების მიხედვით, სარადარო სისტემას უნდა გააჩნდეს საერთაშორისო მარეგულირებელი სააგენტოების მიერ გაცემული ხარისხის სერტიფიკატები.

ტენდერში წინადადებების მიღება 1 ივნისს მთავრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები