საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წლისთვის საქართველოში ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობა 8,825 დოლარი იქნება, რაც 2023 წელთან შედარებით 615 დოლარით მეტია. ზრდის მიუხედავად, საქართველო მაინც ორჯერ უფრო ღარიბია ვიდრე EU-ს ყველაზე ღარიბი წევრი ბულგარეთი, რომლის მშპ ერთ მოსახლეზე 16,943 დოლარს შეადგენს, თუმცა, საქართველო უსწრებს EU-ს ისეთ კანდიდატებს როგორიცაა მოლდოვა ($7,488 მშპ ერთ მოსახლეზე) და უკრაინა ($5,663 დოლარი ერთ მოსახლეზე).

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების სათავეში კვლავ ლუქსემბურგია, სადაც ერთ მოსახლეზე მშპ წელს 131 ათას დოლარზე არის პროგნოზირებული, მეორე პოზიციას 106 ათასი დოლარით ირლანდია, მესამეს კი შვეიცარია იკავებს 105 ათასი დოლარით. რა ტიპის რეფორმები სჭირდება ქვეყანას მშპ-ს ზრდისთვის და როგორია მიმდინარე პერიოდისთვის ეკონომიკური ზრდის მოლოდინები?
სტუმარი: დავით კეშელავა - ISET-ის კვლევით ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი;