მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო 100,000 მოსახლეზე COVID-19-ის გავრცელების დინამიკით მსოფლიოში პირველია

61124d5388f33
BM.GE
10.08.21 13:41
2229
The New York Times-ის კორონავირუსის გლობალური სტატისტიკის მიხედვით, 100,000 მოსახლეზე გაანგარიშებით, საქართველო COVID-19-ის გავრცელების უკანასკნელი დინამიკით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 7-დღიანი საშუალო მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე 101-ს შეადგენს, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. 

მსოფლიოს ქვეყნები, სადაც ამჟამად ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი დინამიკაა:

1) საქართველო - ვირუსის გავრცელების 7-დღიანი საშუალო 100,000 მოსახლეზე - 101 შემთხვევა;
2) დიდი ბრიტანეთის მენის კუნძული - ვირუსის გავრცელების 7-დღიანი საშუალო 100,000 მოსახლეზე - 100 შემთხვევა;
3) ფიჯი - ვირუსის გავრცელების 7-დღიანი საშუალო 100,000 მოსახლეზე - 97 შემთხვევა;
4) კუბა - ვირუსის გავრცელების 7-დღიანი საშუალო 100,000 მოსახლეზე - 79 შემთხვევა;
5) სვაზილენდი ვირუსის გავრცელების 7-დღიანი საშუალო 100,000 მოსახლეზე - 64 შემთხვევა;
6) მალაიზია - ვირუსის გავრცელების 7-დღიანი საშუალო 100,000 მოსახლეზე - 60 შემთხვევა;
7) გიბრალტარი - ვირუსის გავრცელების 7-დღიანი საშუალო 100,000 მოსახლეზე - 58 შემთხვევა;
8) ბოთსავანა - ვირუსის გავრცელების 7-დღიანი საშუალო 100,000 მოსახლეზე - 46 შემთხვევა;
9) ირანი - ვირუსის გავრცელების 7-დღიანი საშუალო 100,000 მოსახლეზე - 45 შემთხვევა;
10) კვიპროსი - ვირუსის გავრცელების 7-დღიანი საშუალო 100,000 მოსახლეზე - 44 შემთხვევა;

10 აგვისტოს, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან რეკორდული რაოდენობის 5,697 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ასევე რეკორდულია გარდაცვლილთა რაოდენობაც, რადგან ბოლო 24 საათში ვირუსმა 54 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები