მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით ევროპაში 30-ე ადგილზეა - რეიტინგი

გადასახადი

საქართველო, 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით, ევროპის 35 ქვეყანას შორის 30-ე ადგილს იკავებს. საქართველოზე დაბალი განაკვეთი 5 ქვეყანაში მოქმედებს.

შესაბამისი ანალიზი ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Tax Foundation-მა გამოაქვეყნა.

ბევრ ქვეყანას პროგრესული საშემოსავლო გადასახადის მოდელი აქვს, რაც ნიშნავს, რომ მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები უფრო მეტი პროცენტით იბეგრებიან. გადასახადის უმაღლესი განაკვეთი კი ევროპის ქვეყნებში განსხვავდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შემთხვევაში ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი მოქმედებს 20%-ის ოდენობით. პროგრესული სისტემის მქონე ქვეყნებისთვის ანალიზში მოყვანილია მაქსიმალური განაკვეთები.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ევროპულ ქვეყნებს შორის საშუალო განაკვეთი 2025 წელს 42.8%-ს შეადგენს. ყველაზე მაღალი განაკვეთი არის: დანიაში (55,9%), საფრანგეთსა (55,4%) და ავსტრიაში (55%). ხოლო ყველაზე დაბალი: უნგრეთში (15%), ესტონეთსა (22%) და ჩეხეთში (23%).

კიდევ უფრო დაბალია განაკვეთები OECD-ის არაწევრ ქვეყნებში. კერძოდ, ყველაზე დაბალ განაკვეთია ბულგარეთსა და რუმინეთში (10%), მათ მოჰყვება მოლდოვა (12%), უკრაინა (19,5%) და საქართველო (20%).

აღსანიშნავია, რომ ორმა ქვეყანამ გასულ წელთან შედარებით გაზარდა გადასახადის უმაღლესი განაკვეთები. კერძოდ, ესტონეთმა საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20-დან 22%-მდე, ხოლო ლატვიამ 31-დან 36%-მდე გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები