მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო - აშშ-ს ეკონომიკური კავშირები

ირაკლი კობახიძის მომავალი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცება იქნება. მომავალი პრემიერის გეგმაში აღნიშნულია, რომ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობა გააქტიურდება, ამერიკული ინვესტიციების წახალისება კი გაგრძელდება. კერძო სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართველი ბიზნესმენების მხრიდან ამერიკული ბაზრის ასათვისებლად მეტი მხარდაჭერაა საჭირო, ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად კი საქართველოს მთავრობას სპეციალური გეგმა უნდა გააჩნდეს. რა გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრის ასათვისებლად? რას მოუტანს ქვეყანას თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და როგორ უნდა მოვიზიდოთ ამერიკული ინვესტიციები და ტურისტები?