საქართველო-აშშ-საფრანგეთის თანამშრომლობა მეღვინეობის სექტორში
BM.GE
09.09.19 11:55
• 852
9-10 სექტემბერს, ანუ დღეს და ხვალ კომპანია „ბოლერო“-ს ბიზნესჯგუფი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივ ღონისძიებას მართავენ, რომელიც ჩვენი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან და ძირეული ურთიერთობების ჩამოყალიბებას უყრის საფუძველს. დღევადელი ღონისძიებების მიზანია ქართული მეღვინეობის კულტურის გაცნობა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. ხვალინდელის კი - „გრუზვინპრომი“-ს ქარხანა მასპინძლობს, რომელიც ბოლეროს საკუთრებაშია და რთველის ოფიციალურ გახსნასაც აღნიშნავენ.