მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და ევროპული- მიხაილ პოდოლიაკი

640a1ccc87625
ალა ისპირიანი
09.03.23 21:41
680
საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და ევროპული – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.

პოდოლიაკის განცხადებით, არ შეიძლება, უსმენდე რუსეთს. 

„არ შეიძლება სცემო ადამიანები, რომლებსაც თავისუფლება, ევროპისკენ სვლა სურთ ან მიდიოდე ევროპისკენ და იყურებოდე რუსეთისკენ. არ შეიძლება, შენი პრეზიდენტი ნელ-ნელა ციხეში მოკლა.

რაც ყველაზე მთავარია, არ შეიძლება, უსმენდე რუსეთს. საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და ევროპული“, – წერს პოდოლიაკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები