მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენ ვიქნებით თაობა, რომელიც ამ ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს“ - ქადაგიძე

6408cc9741a64
ალა ისპირიანი
08.03.23 21:54
1630
„ჩვენ ვიქნებით თაობა, რომელიც ამ ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მიმდინარე აქციაზე გამოსვლისას განაცხადა.

"პროპაგანდა გვეუბნება, თურმე რუსეთი და ბელარუსი არის მშვიდობა და კეთილდღეობა და გერმანია, ბელგია და შვედეთი არის ომი. პროპაგანდა გვეუბნება, რომ ჩვენ არაფერი გამოგვივა. პროპაგანდა გვეუბნება, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს ნიშნავს. სინამდვილეში კანდიდატის სტატუსიდან წევრობამდე 10 წელია.

დღევანდელი დღეა იმის დასტური, რომ ჩვენ ვიქნებით თაობა, რომელიც ამ ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს და ამაზე მეტს ვერ გავაკეთებთ ვერავინ ვერასდროს", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები