71 წლის ექიმის გიორგი ჩახუნაშვილის ვიდეო კომენტარი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ პოლიციამ დააკავა, სოციალურ ქსელში გავრცელდა.
"არაფერი პრობლემა არ არის, ჩავიცვამ და წამოვალ", - ასე მიმართავს იგი პოლიციელებს, რომლებიც მის სახლში იმყოფებიან.
როგორც გიორგი ჩახუნაშვილი ამბობს, 4 ოქტომბერს მშვიდობიანი აქცია იყო და არ ეთანხმება იმას, რომ ვინმეს სახელმწიფოს გადატრიალება უნდოდა.
"მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოს ვემსახურები. მშვიდობიანი აქცია იყო, არავის არაფრის გადატრიალება არ უნდოდა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ დემოკრატიულ საქართველოს. საქართველო აუცილებლად იქნება ევროატლანტიკური დიდი ოჯახის წევრი", - ამბობს გიორგი ჩახუნაშვილი.
შეგახსენებთ: რამდენიმე წუთის წინ ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი პოლიციამ დააკავა. დაკავებამდე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ გიორგი ჩახუნაშვილის სახლში, რის შემდეგაც პოლიციამ ის დააკავა. ექიმის, სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები.
გუშინ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 8 პირი დააკავეს - შსს
ფოტო: რადიო თავიუფლება




























