მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო ავსტრიელი ინვესტორების ფოკუსში არ ხვდება - კარლჰაინც კოპფი

637e369022bce
გიორგი არონია
24.11.22 00:10
620
საქართველო, როგორც ინვესტიციების კუთხით საინტერესო ქვეყანა, ავსტრიელი და სხვა ინვესტორების ფოკუსში არ ხვდება, - ამის შესახებ ავსტრიის სავაჭრო პალატის გენერალურმა მდივანმა და ავსტრიის პარლამენტის წევრმა, კარლჰაინც კოპფმა BMGTV-სთან განაცხადა.

ავსტრიელი პოლიტიკოსის შეფასებით, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ ინვესტორებს ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.

“საქართველო ავსტრიელი და სხვა ინვესტორების ფოკუსში არ ხვდება, ასე რომ მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაზე ყურადღება მეტად გამახვილდეს. საქართველო დიდი ქვეყანა არ არის და მასზე ავსტიაში და სხვა ქვეყნებში დიდად არ ლაპარაკობენ, ასე რომ პირველ რიგში ეს უნდა გავაუმჯობესოთ. აი, ამიტომაც ჩამოგვყავს კომპანიები საქართველოში და პირიქით - საქართველოდან ავსტრიაში. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს კომპანიებს და ინვესტორებს და მათ მიმზიდველ საგადასახადო პოლიტიკას სთავაზობს, მაგრამ ეს ავსტრიასა და სხვა ქვეყნებში ნაკლებად ცნობილი ფაქტია. ამგვარად, ინვესტორებს, პირველ რიგში, ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. ახლა ავსტრიაში, საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებულ ინვესტიციებზე საუბრობენ. როგორც იცით, წარმატების ისტორიების გაზიარება ქვეყანაში ინვესტორების მოსაზიდად საუკეთესო გზაა”, - ამბობს კარლჰაინც კოპფი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 21 ნოემბერს, თბილისში, ავსტრიის საელჩოს კომერციული ოფისის ორგანიზებით, თბილისში საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი ჩატარდა, რომელსაც შვიდი ავსტრიული კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები