მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ავტომობილების 90%-ს აშშ-დან ყიდულობს, ნახევარი კი ექსპორტზე ყირგიზეთში გააქვს

ავტომობილების ექსპორტი

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ უცხოეთიდან 966 მილიონი დოლარის ღირებულების 55 ათასი ავტომობილი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით მეტია. ამავე პერიოდში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 754 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 31%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ოფიციალური სტატისტიკით, ავტომობილების მთავარი საექსპორტო ბაზარი ყირგიზეთია, სადაც წელს 408 მილიონი დოლარის ღირებულების ავტოექსპორტი განხორციელდა. ყირგიზეთში ავტოექსპორტი წინა წელთან შედარებით 53%-ით არის გაზრდილი. ამასთან, საგულისხმოა რომ ყირგიზეთში ექსპორტირებული ავტომობილების საშუალო ფასი საკმაოდ მაღალია და ის 32.6 ათას დოლარს შეადგენს.

ავტოექსპორტში მეორე პოზიციას ყაზახეთი იკავებს 219 მილიონი დოლარით, სადაც ექსპორტი 21%-ით არის გაზრდილი, მესამეზე კი აზერბაიჯანია 80 მილიონი დოლარის ექსპორტით.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ყირგიზეთი საქართველოსგან განსხვავებით არ არის მიერთებული რუსეთისთვის დაწესებულ სავაჭრო სანქციებთან. შესაბამისად, საქართველოდან ყირგიზეთის მიმართულებით ექსპორტის გაფორმება, შემდეგ კი ყირგიზი დილერების მიერ ავტომობილის რუსეთში ქაღალდზე საერთაშორისო სანქციების ნორმებთან შესაბამისობაშია.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ყირგიზეთის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მათ მიერ საქართველოდან ავტომობილების იმპორტი 90%-ით ნაკლებია, ეს კი მიანიშნებს იმაზე რომ ყირგიზეთის მიმართულებით გაგზავნილი ავტომობილები საბოლოო დანიშნულების ქვეყნამდე არც ჩავიდა და ისინი ყირგიზმა დილერებმა გზაშივე გადაყიდეს. ამასთან, საგულისხმოა, რომ ყირგიზეთში ავტომობილები საქართველოს ჩრდილოეთის საზღვრიდან იგზავნება, შესაბამისად, ყველა ავტომობილი, რომელიც ყირგიზეთში იგზავნება ჯერ რუსეთის ფედერაციაში ხვდება, ხოლო საბოლოოდ ყირგიზეთში მათი მცირე ნაწილი აღწევს.

# ქვეყანა ექსპორტის მოცულობა ავტომობილების რაოდენობა ერთის საშუალო ღირებულება ექსპორტის მოცულობის ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით
1 ყირგიზეთი $408 მლნ; 12,508 $32.6 ათასი; 53%
2 ყაზახეთი $219 მლნ; 12,055 $18.2 ათასი; 21%
3 აზერბაიჯანი $80 მლნ; 2,853 $28.0 ათასი; 14%
4 სომხეთი $16 მლნ; 666 $23.7 ათასი; -49%
5 ტაჯიკეთი $10 მლნ; 446 $22.0 ათასი; 46%
6 უზბეკეთი $9 მლნ; 266 $33.3 ათასი; 1316%
7 უკრაინა $2 მლნ; 239 $8.7 ათასი; -37%
8 გერმანია $2 მლნ; 20 $84.2 ათასი; 835%
9 არაბთა გაერთიანებული საამიროები $2 მლნ; 30 $54.3 ათასი; -58%
10 თურქეთი $1 მლნ. 112 $11.4 ათასი; -45%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები