მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრული კავშირები ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია“ - ალიევი

642ffef71edb2
ვიქტორია მღებრიშვილი
07.04.23 15:33
509
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრული კავშირები, ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. ბევრი წელია მეგობრები და პარტნიორები ვართ. გვინდა ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ჩვენი ერების მომავალს წაადგეს. დღეს ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ, შეთანხმება მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ.

საქართველო და აზერბაიჯანი ევროპაში ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ეს როლი ყოველდღიურად კიდევ უფრო იზრდება. მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია. ყოველწლიურად ჩვენ ევროპისკენ ბუნებრივი აირის მიწოდების მასშტაბს ვზრდით. წელს აზერბაიჯანი საერთაშორისო ბაზრებს 24 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივ აირს მიაწვდის, ეს მაჩვენებელი იზრდება. ჩვენი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი ევროკავშირთან გასულ წელს მოვაწერეთ, ამ მემორანდუმის თანახმად, 2027 წლისთვის 20 მლრდ კუბურ მეტრზე მეტ ბუნებრივ აირს მივაწვდით ევროპას. ეს ჩვენი სამიზნე ორიენტირია და იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ“, - განაცხადა ალიევმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები