მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო ბიომრავალფეროვნების განვითარებისთვის დახმარებას მიიღებს

BM.GE
04.03.19 09:52
858
დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობის გამყარებისთვის და საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის, 12 დაცული ტერიტორია გაეროს განვითარების პროგრამისგან (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისგან (GEF) მრავალმხრივ დახმარებას მიიღებს. ხუთწლიანი პროგრამა, რომლის სრული ბიუჯეტი 10 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარება შემდეგ 12 დაცულ ტერიტორიას მოიცავს.

http://sknews.ge/index.php?newsid=21603.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები