7 სექტემბერს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე საშინაო შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება, დამატებითი ბილეთები გაიყიდება. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ნაკრები ავრცელებს.
"როგორც ცნობილია, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის სტადიონის ტევადობის 5% იყო დარეზერვებული. თუმცა ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სტუმარი გუნდის გულშემატკივრისთვის განკუთვნილი სექტორების ათვისება არ მოხდება.
შესაბამისად, მათთვის განკუთვნილი 1-ელი იარუსის მეცხრე და მეათე სექტორები, ასევე მიმდებარედ განთავსებული უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი ადგილები სრულად დაბრუნდება გაყიდვაში", - განმარტავენ ეროვნულ ნაკრებში.
დამატებითი ბილეთების ფასი 40 ლარს შეადგენს. ბილეთების რეალიზება 6 სექტემბერს 12:00 საათზე BILETEBI.GE-ზე დაიწყება.
ბილეთები პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორში, ასევე მეორე იარუსის მე-12 სექტორიდან მე-17- ჩათვლით არის განთავსებული.




























