საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობამ, ქალაქ სოფიაში, ქართულ სანაოსნო კომპანია ,,საზღვაო ხაზი ე60” და ბულგარეთის რკინიგზასთან შეხვედრა გამართა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მხარეებს შორის, სარკინიგზო საბორნე მიმოსვლის განახლების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. საბორნე მიმოსვლის აღსადგენად, მოსამზადებელი სამუშაოები წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს.
მხარეებმა, სარკინიგზო ბორანის გამართული ფუნქციონირების აღსადგენად, ურთიერთთანამშრომლობის ყველა პირობა შეათანხმეს. საბორნე მიმოსვლა საქართველოს პორტებსა და ბულგარეთის პორტ "ვარნას" შორის ქართული დროშის ქვეშ მცურავი სარკინიგზო ბორანი ,,აია”-თი უახლოეს მომავალში განახლდება.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის სარკინიგზო/საბორნე მიმოსვლა, შავი ზღვის გავლით ევროპასთან პირდაპირი სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
საქართველო და ბულგარეთის რკინიგზები, რეგულარულად განახორციელებენ ტვირთების ტრანსპორტირებას, სპეციალურად აღჭურვილი სარკინიგზო ბორნების მეშვეობით.
აღნიშნული მიმოსვლა ერთის მხრივ, დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას უზრუნველყოფს, რაც მნიშვნელოვანია შუა დერეფნის მარშრუტის ეფექტიანობის ამაღლების კუთხით.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საბორნე გემების რეგულარული მიმოსვლა უახლოეს მომავალში აღნიშნულ მიმართულებაზე გადაზიდვების მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს.