მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო Bybit-ისთვის მნიშვნელოვანი რეგიონული ჰაბია - ბენ ჟოუ

ბენ ჟოუ

Bybit-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბენ ჟოუ აცხადებს, რომ საქართველო კრიპტობირჟისთვის მნიშვნელოვანი რეგიონული ჰაბია. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს BYBIT Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე განუცხადა.

BMG-ის კითხვაზე, საქართველოში არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით, ბენ ჟოუმ აღნიშნა, რომ ამ მხრივ საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩო ერთ-ერთი მოწინავეა.

"საქართველო Bybit-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული ჰაბია. ის ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და აზიას შორის გზაჯვარედინზეა და კრიპტოაქტივებისთვის ძალიან ღია საკანონმდებლო ჩარჩო აქვს. ასე რომ, ისეთ გლობალურ ბირჟებს, როგორიცაა Bybit, მოსწონთ აქ ჰაბის შექმნა და საქართველოში შემდგომი ინვესტირება, რათა მთელ რეგიონზე მოახდინონ გავლენა.

რეალურად, საქართველოს აქვს ერთ-ერთი მოწინავე ჩარჩო ბაზარზე კრიპტო VASP-ებისთვის (ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერები). ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გქონდათ ამისთვის ნათელი ჩარჩო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რეგულატორი თავად ცენტრალური ბანკია. როდესაც რეგულატორი ცენტრალური ბანკია, საქმე ძალიან სწრაფად მიიწევს წინ. როგორც წესი, როდესაც სხვა იურისდიქციებში ვართ, სადაც რეგულატორი არ არის ცენტრალური ბანკი, პროცესები გაცილებით ნელა მიმდინარეობს. ამრიგად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის ძალიან პროგრესულად მოაზროვნე და პროაქტიური, და ეს ძალიან კარგია ისეთი ინდუსტრიის მოთამაშისთვის, როგორიცაა Bybit", - განაცხადა ბენ ჟოუმ.

Bybit საქართველოში ოპერირებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერის (VASP) და საგადახდო სერვისის პროვაიდერის (PSP) ლიცენზიების საფუძველზე. ღონისძიებაზე მოხდა Bybit Card-ის წარდგენა, რომელიც Mastercard-თან და Pave Bank-თან პარტნიორობით შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები