"საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნეს გაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართულმა მხარემ ჩინეთთან, მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას. კერძოდ, ქართული ტურისტული სააგენტოები და ტურ-ოპერატორები, რომლებიც ერთობლივ საწარმოს დაარეგისტრირებენ პეკინში, შანხაისა და ტიანძინის საპილოტე თავისუფალ სავაჭრო ზონებში, შეძლებენ ჩინეთის ყველა პროვინციიდან ტურისტების გაყვანას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.
სტუმრები: ია თაბაგარი და მაია სიდამონიძე