ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო 75-ე სამიტი, რომელსაც საქართველოდან მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრება ოფიციალურად დღეს გაიხსნა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, სამიტზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ნატო-ს ყველაზე გადაუდებელი ამოცანა იქნება. მისი თქმით, მოკავშირეები შეთანხმდებიან უკრაინის ფინანსურ დაპირებაზე და ის ასევე ელის უკრაინისთვის უფრო მყისიერ სამხედრო დახმარებას, უსაფრთხოების საკითხზე მეტ ორმხრივ შეთანხმებებს და მუშაობას გაღრმავებულ სამხედრო თავსებადობაზე. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ეს ელემენტი „ქმნის ხიდს ნატო-ში გაწევრიანებისკენ და უკრაინისთვის ძალიან ძლიერ პაკეტს სამიტზე“. „უკრაინა უახლოვდება ნატო-ს“, - დასძინა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, სამიტის თემები ასევე იქნება შეკავება და თავდაცვა და გლობალური პარტნიორობა. ამ სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიურ გზავნილებს ნაკლებად ველოდებით. მიზეზი საქართველოს მოქმედი ხელისუფლების წევრების პოზიციები, განცხადებები, მოქმედებები და მათ შორის ის შედეგია, რომლითაც საქართველოში მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით. ოკუპირებულ ქვეყანაში წლების განმავლობაში დასავლელი პარტნიორების მხრიდან არაერთი და რამდენიმე ათეული მილიონის დახმარების მიღების შემდეგ მოლოდინი რომ მხარდაჭერა გაგრძელდება აღარც ევროკავშირისგან არის. მათ შორის ამ თემაზე ისაუბრა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ დღეს მედიასთან შეხვედრისას.