მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო და UAE სამთავრობო და ციფრული ინფრასტრუქტურის გამოცდილების გაზიარების მიზნით მემორანდუმს აფორმებენ

კობახიძე საამიროები

საქართველოს და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობები "სამთავრობო გამოცდილების გაზიარების" და "ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში თანამშრომლობის" შესახებ აფორმებენ მემორანდუმს - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებაში, რომელიც 29 იანვარს არის მიღებული.

"განკარგულების პირველი პუნქეტით გათვალისწინებულ ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გაწვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილსა და საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას,"- ნათქვამია ციფრული ინფრასტრუქტურისა და განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 29 იანვრის განკარგულებაში.

"მოწონებულ იქნეს „საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავროზას შორის სამთავრობო გამოცდილების გაცცლლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ გასაფორმებელი უორთიერთგაგების მემორანდოომი.

ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უორთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, ლევან ჟორჟოლიანს,"- ნათქვამია განკარგულებაში.

გასული რამდენიმე დღის განმავლობაში პრემიერი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე იმყოფებოდა, სადაც სხვა ქვეყნებთან ერთად UAE-ს მთავრობის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები