მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო დაადგა მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის გზას" - კაკაჩია პრემიერის ირანში ვიზიტზე

პრემიერი ირანში

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორის კორნელი კაკაჩიას თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის გზას დაადგა. მისი განმარტებით, პრემიერ კობახიძის ვიზიტი თურქეთსა და ირანში არალიბერალურ ქვეყნებთან ურთიერთობის დალაგების მცდელობაა, რომლის მიზანი ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის პირობებში, კონტრზომების მიღებაა.

„ესეც არის გამოვლინება იმის, რომ საქართველო დაადგა მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკის გზას. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ვიხილოთ იმ გეგმის განხორციელება, რომელიც რუსეთის ინიციატივით თურქეთთან და ირანთან ერთად დაიწყო. გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე წლის წინ იყო 3-+3 ფორმატი, რომელსაც მაშინ საქართველო არ შეუერთდა. ახლა საერთოდ არ გაგვიკვირდება, თუ ამ პოლიტიკას გადახედავს და შეუერთდეს ამ ინიციატივას შეუერთდება.

აქ რამდენიმე ძირითადი პრობლემა არსებობდა, ერთ-ერთი ის, რომ რუსეთი მონაწილეობს ამ ფორმატში და ვინაიდან ის არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს პრობლემა იყო. მეორე ის, რომ რეალურად ამ დაჯგუფების წევრების მთავარი მოსთხოვა არის ის, რომ რეგიონში არ უნდა არსებობდნენ არარეგიონული ძალები, ევროკავშირი, ნატო და სხვა. ამ კუთხით მგონი საქართველოს ხელისუფლების თავსებადობა ამ ბლოკთან უკვე გარკვეულია, დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით ეს ალბათ მხოლოდ დროის საკითხია.

მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა არის სატყუარა, რომელიც მოდის შიდა პოლიტიკიდან. ხელისუფლება დაადგა ავტორიტარულ გზას, ის ცდილობს აიცილოს ზეწოლა, განსაკუთრებით დასავლეთიდან. ამის დასაბალანსებლად ისინი ბოლო წლებში ცდილობენ გაემყარებინათ ურთიერთობა არა რეგიონალურ ძალებთან, მათ შორის ჩინეთთან სტრატეგიული ხელშეკრულება დავდეთ. ამის ძირითადი მიზანი, მათ შორის ირანში ვიზიტი, თურქეთში ვიზიტი, ეს არის გარკვეულწილად არალიბერალურ ქვეყნებთან ურთიერთობის დალაგება, რადგან ისინი ელოდებიან, რომ უახლოეს ხანებში არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანა იზოლაციაში მოექცეს. ამით ისინი ცდილობენ კონტრზომების მიღებას.“ - მიიჩნევს კაკაჩია.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. პრემიერი ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები