მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველო დადექი!" - დღეს, საპროტესტო აქცია გაიმართება

აქცია
29.06.25 00:15
1702

"საქართველო დადექი" - 29 ივნისს, 20:00 საათზე რუსთაველზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება.

"საქართველოს მტერი ცდილობს, თავისუფალი ქვეყანა ერთ დიდ საპყრობილედ გადააქციოს. უკვე ციხეში არიან პროდასავლური პარტიების პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტები, აქტივისტები, ექიმები, მსახიობები, პოეტები, მასწავლებლები.

ხელისუფლების რეპრესიები უკვე ყველას გვეხება — და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენც ციხეში ვიქნებით: ზოგი პატიმრად, ზოგი გუშაგად, მაგრამ ყველანი — ციხეში.

დღეს დუმილი მორჩილებაა. მაგრამ საქართველოს არ შეუძლია მორჩილება. ჩვენი დგომა, ჩვენი გამოჩენა, ჩვენი ხმა — ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანებს სჯერათ თავისუფლების.

29 ივნისს, 20:00 საათზე, მოდი რუსთაველის გამზირზე, წამოიღე პლაკატი, მოდი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

დადექი შენს ხალხთან ერთად!
დადექი საქართველოსთვის!", - წერია აქციის ღონისძიების აღწერაში.

ცნობისთვის, ქვეყანაში 200 დღეზე მეტია უწყვეტი პროევროპული პროტესტი მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები