მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო დღეს ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, მაშინ, როდესაც მისი სუვერენიტეტი ისეა გაძლიერებული, როგორც არასდროს - პაატა სალია

იუსტიციის სამინისტრო

"ოცნების" მთავრობის იუსტიციის მინისტრმა პაატა სალია ამბობს, რომ თავისუფლების მოპოვება რთულია, მაგრამ კიდევ უფრო რთული მისი შენარჩუნებაა. მან საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ წელს იუსტიციის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს გორში სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს.

„ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას დღეს საქართველო, მაშინ, როდესაც მისი სუვერენიტეტი ისე არის გაძლიერებული, როგორც არასდროს. გვაქვს არაერთი შემოტევა სხვადასხვა მხრიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ღრმად მჯერა, და ამის ყველა ნიშანი არსებობს, რომ ჩვენ ყველა ამ სირთულეს დავძლევთ და საქართველო აუცილებლად იქნება ძლიერი, ერთიანი, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო.

წელს, იუსტიციის სამინისტრო წარმოდგენილია ქალაქ გორში, სადაც თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის გამოფენა - დათვალიერება გაიმართება. არაერთი გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის ჭიდაობის მასტერკლასი. პატარებისთვის იქნება გასართობი პროგრამები და ასევე გაიმართება საზეიმო კონცერტი“, – განაცხადა პაატა სალიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები