მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისი გაეროს საჯარო სამსახურისა და საჯარო სერვისების ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიებას 500-ზე მეტი დელეგატი დაესწრება - პაატა სალია

პაატა სალია

"წელს, ივნისში თბილისი უმასპინძლებს გაეროს საჯარო სამსახურისა და საჯარო სერვისების ყოველწლიურ ფორუმს. ამ ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნიდან 500-ზე მეტი დელეგატი დაესწრება," - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნაზე განაცხადა.

პაატა სალიამ ასევე საჯარო სერვისების მიწოდების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. მისი თქმით, იუსტიციის სახლი კავკასიის რეგიონში პირველი უწყებაა, რომელმაც წარმატებით დანერგა ორგანიზაციული თვითშეფასების ევროპული მოდელი „შეფასების ერთიანი სისტემა“ (CAF) და მოიპოვა ეფექტიანი მომხმარებლის სტატუსი.

„ამ ღონისძიებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დაახლოებით, 500 დელეგატი შეიკრიბება, რათა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება სახელმწიფო ინსტიტუტების ტრანსფორმაციის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით. ის ფაქტი, რომ გაერო-მ ამ მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ჩატარების ადგილად საქართველო აირჩია, ნათლად მიუთითებს იმ ნდობასა და პროგრესზე, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ საჯარო სერვისების განვითარების გზაზე მიაღწია“, - განაცხადა პაატა სალიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები