საქართველო Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურდა და მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. გასულ წელს ქვეყანა რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებდა. საუკეთესო შედეგი ქვეყანას მინორიტარი აქციონერების დაცვის კრიტერიუმში აქვს და მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ასევე მეორე ადგილს იკავებს ბიზნესის დაწყების კრიტერიუმში საქართველო მსოფლიოში . ყველაზე ცუდი პოზიცია საქართველოს „ვაჭრობა საზღვრების გარეშე“ კრიტერიუმში აქვს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა 62-ე ადგილზეა. ყველაზე მეტად საქართველოს სარეიტინგო ქულა გადასახადების გადახდის კრიტერიუმში გაუმჯობესდა, სადაც ზრდამ 1.89 ქულა შეადგინა. მსოფლიო ბანკის რეიტინგში ჯამში მსოფლიოს 190 ქვეყანა ფასდება. საქართველოს პოზიცია არცერთ კრიტერიუმში გაუარესებულა.