მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველო ერთადერთი ჰაბია, საიდანაც შუა აზიის ქვეყნები, შესაძლოა, მეორადი ავტომობილებით მომარაგდნენ”

6273ebd307ab7
ლიკა გურაბანიძე
05.05.22 21:25
3359
“შუა აზიის ბაზარმა სრულად ჩაანაცვლა და გადააჭარბა იმ დანაკლისს, რაც უკრაინის ბაზრის ჩაკეტვითაა გამოწვეული.” - ამის შესახებ BMG-ის “კავკასიის ავტოიმპორტის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი სურგულაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ახლა ავტომობილებზე აზერბაიჯანის ბაზრის შემდგომ დიდი მოთხოვნა, ყირგიზეთიდან ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან გაჩნდა.

“შუა აზიის ბაზრებზე ავტომობილების საკმაოდ დიდი დეფიციტი წარმოიქმნა, რადგან ეს ბაზრები რუსეთიდან ახალი მანქანებით მარაგდებოდნენ. იქ ყველა მარკის ავტომობილის წარმოება ადგილზე ხდებოდა. ახლა რუსეთიდან ავტომობილების მიწოდება ვეღარ ხდება, რადგან წარმოებები დაიხურა. შესაბამისად, ახალი ავტომობილებიდან მეორადზე გადმოერთნენ და ერთადერთი ჰაბი, რომლიდანაც ისინი შესაძლოა მომარაგდნენ, საქართველოა.” - განმარტა გიორგი სურგულაძემ.

როგორც სურგულაძემ აღნიშნა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, “კავკასიის ავტოიმპორტში” უკრაინის ბაზრის დაკარგვით, ჯამში გაყიდვების 20%-იანი კლება მიიღეს.

ცნობისთვის, “საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის” ინფორმაციით, 2021 წელს ქვეყანამ უკრაინიდან რეექსპორტირებული ავტომობილებით ჯამში 88 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. 2021 წლის პირველ კვარტალში მიღებულმა შემოსავალმა 20 მლნ დოლარი შეადგინა. 2022 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 66%-ით შემცირდა და 7 მლნ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კლება 13 მლნ დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები