მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაფართოებას აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ვგეგმავთ" - Caucasus Auto

კაუკასუს აუტო

ქართულმა ავტოიმპორტიორმა კომპანია “კაუკასუს აუტომ” (Caucasus Auto) ახალი ოფისი პოლონეთში გახსნა. როგორც BM.GE-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა, გიორგი სურგულაძემ განუცხადა, ვარშავის გარდა, წელს ოფისები, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ ევროპის კიდევ ერთ ქვეყანასა და ცენტრალურ ამერიკაშიც გაიხსნება.

როგორც გიორგი სურგულაძე აღნიშნავს, კომპანია აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებას პერსპექტიულად მიიჩნევს გაყიდვების ტენდენციების გათვალისწინებით.

"პოლონეთში უკვე წელიწადზე მეტია ვართ და გუშინ გაიხსნა ახალი სათავო ოფისი აღმოსავლეთ ევროპაში. აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ვგეგმავთ უფრო გაფართოებას, რადგან ეს საკმაოდ პერსპექტიულია ჩვენი ბიზნესისთვის, გაყიდვების ზრდა არის მთავარი მამოძრავებელი. დამატებით, ალბათ, წელს უკვე გაიხსნება ოფისი ცენტრალურ ამერიკაში და აღმოსავლეთ ევროპის კიდევ ერთ ქვეყანაში",- ამბობს გიორგი სურგულაძე.

ცნობისთვის, “კაუკასუს აუტო" 2004 წელს დაარსდა და ბაზარზე “კაუკასუს აუტო იმპორტის” სახელით იყო ცნობილი, გასულ წელს კი კომპანიამ რებრენდინგი განიცადა და “კაუკასუს აუტოს” სახელით პოზიციონირებს. კომპანია წარმოდგენილია: საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, პოლონეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები