ვარშავაში "კაუკასუს აუტოს" ახალი სათაო ოფისი გაიხსნა. ინფორმაციას Caucasus Auto ავრცელებს.
"როგორც ქართული კომპანია, ვამაყობთ, რომ ჩვენს გამოცდილებასა და ცოდნას ახალ ბაზრებზე ვაზიარებთ, ხელს ვუწყობთ ადგილობრივი საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას და ქართულ ბიზნესს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოვაჩენთ.
ვაგრძელებთ ზრდას, ახალი შესაძლებლობების შექმნასა და პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარებას", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.





















