მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-ესპანეთის ბილეთების გაყიდვა ხვალ, 12:00 საათზე დაიწყება - დეტალები

გულშემატკივარი

საქართველო-ესპანეთის ბილეთების გაყიდვა ხვალ, 12:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცნობით, ყიდვის ინსტრუქცია შემდეგია:

ორტალზე შესასვლელად საჭიროა შექმნათ პირადი გვერდი ან ასეთის არსებობის შემთხვევაში გაიაროთ ავტორიზაცია. მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად დაგჭირდებათ საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი.

ბილეთების გაყიდვის პროცესის დაწყებისას უეფას პორტალი მოგანიჭებთ რიგის ნომერს. რიგი ჩაირთვება 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე. ერთ მომხმარებელს ესპანეთისა და საქართველოს მატჩზე მაქსიმუმ 2 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება.

პორტალზე ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი:

  • პირველი კატეგორია - 200 ევრო;
  • მეორე კატეგორია - 150 ევრო;
  • მესამე კატეგორია - 60 ევრო;
  • მეოთხე კატეგორია - 30 ევრო.

სასურველი ბილეთის შერჩევისა და შესყიდვის განსახორციელებლად, თითოეულ მომხმარებელს 15 წუთი აქვს. საბანკო ოპერაციის დასრულების შემდეგ, ბილეთის შეძენის დამადასტურებელი წერილი თქვენი პირადი პროფილის შესაბამის განყოფილებაში აისახება და თქვენს მიერ მითითებულ პირად ელ-ფოსტაზე გამოიგზავნება. თამაშის ბილეთს, მოგვიანებით, მატჩამდე ერთი დღით ადრე მიიღებთ.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს 30 ივნისს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე გამართავს.

რა ეღირება საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები, ფრენა და სასტუმრო?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები