მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-EU-ს ურთიერთობა სომხეთის ევროინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანი ფაქტორია - ფაშინიანი

კობახიძე ფაშინიანი

საქართველო-EU-ს ურთიერთობა სომხეთის ევროინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანი ფაქტორია, - ამის შესახებ BMG-ის სომხეთის ბიუროს ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. სომხეთის პრემიერის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არ არის ცალმხრივი ან თუნდაც ორმხრივი პროცესი.

„აქ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, რა მოხდება იქ. მნიშვნელოვანია თურქეთი-ევროკავშირის ურთიერთობებიც, როგორ განვითარდება ის და ამ კონტექსტში სომხეთი-თურქეთის ურთიერთობებიც არსებითია“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

როგორც მან აღნიშნა, სომხეთი არ აპირებს კავშირების გაწყვეტას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან (EAEU) ან რუსეთთან და სომხეთის მიზანი არ არის ვაჭრობის შემცირება. მისივე თქმით, სომხეთი ცდილობს გაზარდოს ვაჭრობა როგორც ევროკავშირთან, ასევე EAEU-სთან, ასევე სხვა ბაზრებთან. ფაშინიანმა განმარტა, რომ სომხეთის ხელისუფლება მუშაობს ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე ევროკავშირისა და აშშ-ის პარტნიორებთან თანამშრომლობით.

ცნობისთვის, სომხეთში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩასატარებლად. რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა სამმა პროევროპულმა პოლიტიკურმა ძალამ: სომხეთის ევროპულმა პარტიამ, პარტია "რესპუბლიკამ" და პარტიამ "რესპუბლიკისთვის" წამოაყენა.

თუმცა, მეორე მხრივ, ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც მანამდე გამოხატავდა სომხეთის სურვილს, ყოფილიყო ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც ამას გაერთიანება დაუშვებს, ეწინააღმდეგება პლებისციტს და ამბობს, რომ ამჟამად არ არსებობს მკაფიო მინიშნება იმისა, რომ ევროკავშირი მზად არის მიიღოს სომხეთი თავის რიგებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები