15 დეკემბერს ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობა საბოლოოდ გამოაცხადებს ვერდიქტს საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირში გასაწევრიანებლად, რაც უზარმაზარი პოლიტიკური დატვირთვის გარდა, უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ზრდის წინაპირობაც იქნება. ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, საქართველომ შემდეგი ეტაპები წარმატებით უნდა გაიაროს: კანდიდატის სტატუსის მინიჭება, გაწევრიანების მოლაპარაკება და შეთანხმებაზე ხელის მოწერა.