მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმას დათქმულ ვადებში შეასრულებს - ხუციშვილი

6357a5be3af60
ინგა მურუსიძე
25.10.22 13:05
655
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ირწმუნება, რომ საქართველო ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმას დათქმულ ვადებში შეასრულებს. ამას გარდა, მედიის წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრს ჰკითხეს, როგორ შეაფასებდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ აშშ-ში შეშფოთებულები არიან საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ქმედებასთან დაკავშირებით, კერძოდ, აღნიშნავს, რომ მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან დაგვიანებამ, უკუსვლა გამოიწვია.

„აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ის ხარისხი, რომელიც გაგვაჩნია აშშ-სთან და მისი შემდგომი განვითარება. რაც შეეხება უშუალოდ 12-პუნქტიან გეგმას, ყველამ კარგად ვიცით, რომ არის შესაბამისი სამუშაო ჯგუფები, ვადები განსაზღვრული, სამუშაო ფორმატიც განსაზღვრულია და პუნქტების შესრულება მიმდინარეობს იმ ტემპით, რა ტემპიც არის საჭირო იმისთვის, რომ კონკრეტულ ვადებში შესრულდეს ყველა პუნქტი, რაც შეეხება პოლარიზაციის ხარისხს, შემცირებისთვის საჭიროა არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში და ოპოზიციის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ამ პუნქტთან მიმართებით. დანარჩენ პუნქტებზე მიდის მუშაობა და ყველა ის პუნქტი, რომელიც რეკომენდაციის სახით არის მოცემული, შესაბამის ვადებში შესრულდება“, - განაცხადა ხუციშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები