მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2019 და 2021 წლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილება შედის

6491896084eb0
BM.GE
20.06.23 15:41
479
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილი დოკუმენტების თაობაზე იმსჯელა.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ცვლილება შედის 2019 და 2021 წლებში საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში: „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია II”, რისთვისაც ევროპის საინვესტიციო ბანკმა 250 მლნ ევრო გამოყო და „ბოჭკოვანი ქსელი საქართველოს სოფლებისთვის“, რისთვისაც 34 მლნ ევრო გამოიყო.

ცვლილება ითვალისწინებს, რომ აქამდე არსებული ლონდონის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის (LIBOR) ნაცვლად, ყველა ხელშეკრულებაში გამოყენებული იქნება ურისკო ერთდღიანი განაკვეთი (SOFR), რომელიც ამერიკის ყოველდღიურ ბანკთაშორის ვაჭრობაზე დამოკიდებული მექანიზმია. მომხსენებლის თქმით, აღნიშნული ცვლილება ქვეყნის ხარჯებსა და საპროცენტო განაკვეთზე გავლენას არ იქონიებს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილების რატიფიცირების საკითხს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები