სოლო მოგზაურთა საერთაშორისო პლატფორმაზე 2025 წლისთვის დაჯავშნილ ყველაზე პოპულარულ სამოგზაურო ტურებს შორის საქართველოც მოხვდა. 5-დღიანი ტური, რომელიც თბილისის, სიღნაღის, სტეფანწმინდისა და თრუსოს ხეობის მონახულებას ითვალისწინებს, Flash Pack-ზე რიგით მე-9 ყველაზე პოპულარულია.
Flash Pack 30-დან 49-მდე და 45-დან 59 წლამდე ასაკის სოლო მოგზაურებისთვის ჯგუფურ ტურებს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც ტურისტებს, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებთან ერთად, 3-4 ვარსკვლავიან სასტუმროებს და სხვადასხვა ტიპის აქტივობებს სთავაზობს.
Flash Pack მოგზაურებს ქვევრის ღვინისა და ქართული სუფრის ტრადიციას აცნობს, ტურში გათვალისწინებულია ხინკლის მოხვევის მასტერკლასი და ვახშამი ქართული ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის თანხლებით.
5-დღიანი ტურის ღირებულება პლატფორმაზე $1395-დან იწყება, რაც არ ითვალისწინებს ფრენის ბილეთებს.
2025 წლისთვის დაჯავშნილ ყველაზე პოპულარულ ტურებში ასევე მოხვდნენ:
- შრი-ლანკა
- იაპონია
- ფინეთი
- კალიმანტანი (ბორნეო)
- ტაილანდი
- ფილიპინები
- კოსტა-რიკა
- გვატემალა
- საქართველო
- ახალი ზელანდია