მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო გადარჩება - ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა - პრეზიდენტი თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

სალომე ზურაბიშვილი

საქართველო გადარჩება - ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა , - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას, რომელმაც არჩევნების ფარულობასთან დაკავშირებით საიას სარჩელი დააკმაყოფილა.

“საქართველო გადარჩება - ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უცნობი გმირი - ისიც არ დავივიწყოთ, რომ ერთგულ და გულანთებულ მოქალაქეს არაფერი გამოლევს ამ ქვეყანაში.

თავდაცვაში, პოლიციაში თუ რიგით მოქალაქეთა შორის არიან ის პიროვნებები, რომლებიც საქართველოს ოდიდან ქმნიდნენ. დღეს ყველანი ერთად ქმნიან უზარმაზარ ძალას, რომელიც ქვეყანას იცავს და დაიცავს მარად”, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები