მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო განიხილავს მეთევზეობის სუბსიდირების შეთანხმებასთან მიერთების საკითხს - გენადი არველაძე

ეკონომიკის სამინისტრო

საქართველო ასევე პოზიტიურად განიხილავს მეთევზეობის სუბსიდირების შეთანხმებასთან მიერთების საკითხს - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) რიგით მე-13 მინისტერიალში მონაწილეობისას განაცხადა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ აბუ-დაბიში მიმდინარეობს.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მეთევზეობის შეთანხმებასთან მიერთების დეტალებზე საუბარი არ არის.

გენადი არველაძის განცხადებით, WTO - ს წევრ ქვეყნებს საშუალება ეძლევათ, განიხილონ არსებული სავაჭრო-ეკონომიკური გამოწვევები და ეძიონ მათი გადაჭრის გზები. ამასთან, მინისტერიალის ფარგლებში, საქართველო მიუერთდა დეკლარაციას ინვესტიციების წახალისებისა და განვითარების შესახებ შეთანხმების თაობაზე.

"აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს წევრ ქვეყნებს შორის საინვესტიციო ღონისძიებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალობას და ინვესტორთა საქმიანობისთვის ადმინისტრაციული ბარიერების გამარტივებას. ჩვენ ასევე გამოვეცით მომსახურების სფეროში შიდა რეგულირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული კორიგენდუმი. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს მომსახურების სექტორში გამჭვირვალობის ამაღლებას და ბიუროკრატიული ბარიერების მნიშვნელოვნად შემცირებას. აღსანიშნავია, რომ გამჭვირვალობის თვალსაზრისით ორივე მიმართულებით, როგორც ინვესტიციების, ისე მომსახურებით ვაჭრობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და ამ მხრივ, არა მხოლოდ ფართო რეგიონის, ასევე მსოფლიო მასშტაბით ლიდერ ქვეყნებს შორისაა“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

ცნობისთვის, მინისტერიალის დღის წესრიგი ეძღვნება ისეთ საკითხებს როგორებიცაა ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარება, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, ელ.კომერცია, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული თემები, მეთევზეობის სფეროში სუბსიდირება, მომსახურების სფეროში შიდა რეგულირება და სხვა არსებითი საკითხები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები