მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის ეროვნულ მიზნებს გადახედავს

გაუდაუბრება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული მიზნების ჩამოყალიბებიდან გარკვეული პერიოდის გასვლის გამო, შესაძლებელი გახდა LDN პრინციპების გადახედვა.

უწყების ცნობით, საქართველოს მიერ 2017 წელს განსაზღვრული LDN-ის ეროვნული მიზნებიდან უმეტესობა უკვე მიღწეულია, ძირითადად, დაცული ტერიტორიების გაფართოების, სამელიორაციო სისტემებისა და სატყეო სექტორის გაუმჯობესების კუთხით. მდგრადი მიწის მართვის პრინციპების გათვალისწინებით შემუშავებულია საძოვრების მართვის ეროვნული პოლიტიკა, რომელიც საფუძვლად დაედო კანონპროექტს, რომელიც მოიცავს LDN პრინციპებს.

პროგრამის „მიწის ნეიტრალური ბალანსის მიღწევა“ ეროვნული სამუშაო ჯგუფის შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე დაესწრო გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის (UNCCD) წარმომადგენელ ნადეჟდა დემენტიევასთან, ასევე, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების, საბანკო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად.

„თანამედროვე გლობალური კლიმატური პირობების გამოწვევის ფარგლებში, მოგეხსნებათ, რამდენად კრიტიკული და პრიორიტეტულია მთელ მსოფლიოში აღნიშნული საკითხი, მათ შორის, საქართველოშიც. ამან, ბუნებრივია, ასახვა ჰპოვა შესაბამისი სახელმწიფოების სამოქმედო გეგმებსა და მიზნებზე და ჩვენც, რა თქმა უნდა, ჩვენს საქმიანობაში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სწორედ ეს მიმართულება გვაქვს დასახული. 2015 წელს განისაზღვრა მდგრადი განვითარების გეგმები, სადაც ერთ-ერთი წამყვან მიმართულებას წარმოადგენს ნიადაგის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლა“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ შეხვედრაზე.

უწყების ცნობით, ეროვნული მიზნების ჩამოყალიბებიდან გარკვეული პერიოდის გასვლის გამო, შესაძლებელი გახდა მათი გადახედვა. გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის სამდივნოს მიერ შექმნილი პროგრამა სწორედ ეროვნული მიზნების გადახედვას ემსახურება. საქართველომ პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი გააკეთა და 18 ქვეყანასთან ერთად შერჩეულია პროგრამის მონაწილედ.

პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიწის დეგრადაციის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, საქართველოში მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევის მხარდაჭერის პროგრამის პირველი ფაზის განხორციელების პროცესი და შედეგები, ასევე ისაუბრეს პროგრამის მეორე ფაზისა და მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევის ეროვნული მიზნების წარდგენა/განახლების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები