მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო გმობს ნახიჩევანის აეროპორტზე დრონებით შეტევას - საგარეოს განცხადება

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე.

ამის შესახებ საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს.

"მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს და მიმართულია რეგიონში ვითარების ესკალაციისკენ.

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით საქართველო გამოხატავს სოლიდარობას მოძმე აზერბაიჯანის მიმართ ამ რთულ ვითარებაში", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს ორი დრონი აზერბაიჯან-ირანის საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში, ნახჩევანის აეროპორტის ტერმინალის შენობისა და სოფელ შექერაბადში სკოლის სიახლოვეს დაეცა. აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ მომხდარში ირანი დაადანაშაულა.

თავის მხრივ, ირანი ნახიჩევანის აეროპორტზე დრონებით თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები