მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო გზაჯვარედინზე დგას" - ლატვიის პრეზიდენტის მოლოცვა

ედგარი

ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი სოციალურ ქსელ X-ში ქართველ ხალხს და პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ლატვიის მხარდაჭერას ადასტურებს.

"თბილი მილოცვა ქართველ ხალხს და პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად.

იმ დროს, როცა საქართველო გზაჯვარედინზე დგას, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ, რომელიც ხალხმა აირჩია. გადაწყვეტილების დროა“, - წერს რინკევიჩი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები