მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-იაპონია: TOP-10 ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიის რეიტინგი

63ea0615ed8f8
თელარა გელანტია
14.02.23 10:00
1085
2022 წელს საქართველო-იაპონიის სავაჭრო ბრუნვა 322 მილიონ 127 ათასი დოლარი იყო, რაც 2021 წლის მონაცემებს 56.6%-ით აღემატება. გასული წლის განმავლობაში იაპონიასთან ვაჭრობაში ექსპორტს მცირე, 4.6%-იანი წილი ეკავა. საქართველომ ამ პერიოდში იაპონიაში საქონლის რეალიზებით 15 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის ექსპორტზე 20.8%-ით ნაკლებია. TOP-5 საექსპორტო საქონელს შორისაა დაუმუშავებელი ალუმინი, ძვირფასი ლითონების ნარჩენები, ღვინო და ა.შ.

საანგარიშო პერიოდში სავაჭრო ბრუნვის გაზრდა, ძირითადად, იმპორტის ხარჯზე მოხდა. გასულ წელს იაპონიაში სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 307 მლნ დოლარი გავიდა. იმპორტი 2021 წელთან შედარებით 64.5%-ით გაიზარდა. ეს ზრდა ძირითადად უმსხვილესი საქონლის იმპორტის ზრდით აიხსნება. გასულ წელს მსუბუქი ავტომობილების შემოყვანამ იაპონიიდან მთლიან იმპორტში 92% დაიკავა. ხოლო 2021 წელთან შედარებით ამ დასახელების საქონლის იმპორტის მაჩვენებელი 68.5%-ით გაიზარდა.

BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა იაპონიაში ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიების შესახებ ინფორმაცია. ცნობისთვის: ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიების რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

უმსხვილესი TOP-10 ექსპორტიორი კომპანიები იაპონიაში 2022 წელს

სს კორპორაცია ქინძმარაული
შპს Georgian Industrial Asset Management Group
შპს არომაპროდუქტი
შპს გეგმეტი
შპს ემირ გრუპ
შპს ლეგომეტალ
შპს სილქ თრეიდი
შპს ტოიოტა კავკასია
შპს ჯენევიზ-ჯგუფი
შპს ჯითიეი ტრეიდი.

უმსხვილესი TOP-10 იმპორტიორი კომპანიები იაპონიიდან 2022 წელს

შპს ამბოლი
შპს ელ თი
შპს თბ ექს
შპს თეგეტა პრაიმ პროდაქტს
შპს თეგეტა პრემიუმ ვიიქელს
შპს თი-ბი-ეი თეგეტა
შპს კავკასუს მოტორსი
შპს ტოიოტა კავკასია
შპს ტოიოტა ცენტრი თბილისი
შპს ტოიოტა ცენტრი თეგეტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები