მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო იმსახურებს, იყოს ევროპის ნაწილი" - ბერლინში აქციებზე დაკავებულებთა დასახმარებლად კონცერტი გაიმართება

ნათია თოდუა

20 დეკემბერს, გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ნათია თოდუა აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების ოჯახების დასახმარებლად, ბერლინში საქველმოქმედო კონცერტს მეგობრებთან ერთად გამართავს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა.

"ჩემი ხალხი საქართველოში იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და მომავლისთვის. საქართველო იმსახურებს, იყოს ევროპის ნაწილი. ჩემი ქართველი და ევროპელი მეგობრები გიწვევთ მუსიკალურ საღამოზე "ჩვენ ვდგავართ ქართველებთან". დასწრება უფასოა. შემოწირული თანხა მოხმარდება აქციებზე უსამართლოდ დაპატიმრებული და ძალადობის ქვეშ მყოფი ახალგაზრდების ოჯახებს", - წერს მომღერალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები