მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს!" - 20 ოქტომბერს თბილისში მარში გაიმართება

ევროკავშირი

20 ოქტომბერს თბილისში გაიმართება მარში სახელწოდებით "საქართველო ირჩევს ევროკავშირს!" მსვლელობის მონაწილეები ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან, დანიშნულების წერტილი კი თავისუფლების მოედანია - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი ავრცელებს.

Facebook-ზე მარშის ღონისძიების ორგანიზატორებად 11 ორგანიზაციაა მონიშნული, მათ შორის: IDFI, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საფარი და სხვ.

"საქართველო, რომელიც არ გაუშვებს ხელიდან ისტორიულ შანსს;
საქართველო, რომელიც ირჩევს ერთობასა და განვითარებას;
საქართველო, რომელიც არ დააღალატებს წინაპრებს და მომავალ თაობებს;
საქართველო, რომელიც ირჩევს ევროკავშირს და ნათელ მომავალს
იკრიბება 20 ოქტომბერს, მარშზე
საქართველო ირჩევს ევროკავშირს!

ვიკრიბებით ოთხ ლოკაციაზე:

• რესპუბლიკის მოედანი – 17:00სთ
• გმირთა მოედანი – 17:00სთ
• 300 არაგველის მოედანი – 17:00სთ
• მარჯანიშვილის მოედანი – 17:00სთ

და როგორც ადრე – შეუჩერებელ მდინარეებად დავიძვრებით, და შევერთდებით თავისუფლების მოედანზე.

ჩვენი დიდი ერთობის სიამაყით და სიხარულით იმის დასტურად, რომ ᲐᲠᲐᲕᲘᲡᲘ ᲡᲮᲕᲘᲡᲘ, ᲔᲡ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲩᲕᲔᲜᲘ!", - ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები