მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო კვლავ მიმზიდველ მიმართულებად რჩება გლობალური ტურიზმისთვის - ლევან დავითაშვილი

დავითაშვილი
BM. GE
27.10.23 13:13
12

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო კვლავ მიმზიდველ მიმართულებად რჩება გლობალური ტურიზმისთვის - პანდემიამდე სექტორი იზრდებოდა, საქართველოში დაახლოებით 9 მილიონი საერთაშორისო სტუმარი ჩამოვიდა 2019 წელს და საბოლოო ჯამში, 3.3 მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა სექტორში.

„მოხარული ვართ, რომ უკვე გადავაჭარბეთ 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს, რაც სექტორის ზრდაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მიმზიდველი შესაძლებლობები უცხოური კომპანიებისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა აბრეშუმის გზის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე სიტყვით გამოსვლისას.

IT სექტორი და სერვისების მიწოდება - ლევან დავითაშვილმა ფორუმის სტუმრებს ამ სექტორების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, ეს დარგები საქართველოში სწრაფად, დინამიურად იზრდება და ვითარდება, შესაბამისად, საინტერესო მიმართულებებია ინვესტიციების კუთხით.

„ჩვენ ვაძლიერებთ კავშირებს პოტენციურ ინვესტორებთან, ამ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს B2B და B2G შეხვედრები, რაც გვაიმედებს, რომ საინვესტიციო პერსპექტივები კიდევ უფრო სიღრმისეულად იქნება განხილული და გამოვლინდება პოტენციური თანამშრომლობის შესაძლებლობები. საქართველოს მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ გამოვხატავ მზადყოფნას, ვიმუშაოთ მხარდამხარ მდგრადი, გამძლე და დინამიკური ზრდის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები